შეიძინე შეარჩიე

კომპლექსში ღამის 12-დან დილის 8 საათამდე მოქმედებს ე.წ. წყნარი საათები. ​მოცემულ საათებში შეზღუდულია ხმამაღალი მუსიკის ჩართვა ან ნებისმიერი ისეთი აქტივობა, რომელიც გარშემომყოფთა მყუდროებას დაარღვევს.

მენეჯმენტთან შეუთანხმებლად დაუშვებელია სარემონტო სამუშაოების წარმოება, ფასადის ცვლილება და აივანზე დროშების, სურათების, ბანერებისა თუ სხვა სარეკლამო მასალების გამოფენა.​

დაუშვებელია ნარჩენების დატოვება დერეფნებში, ჰოლებსა თუ სხვა საერთო თავშეყრის ადგილებში. ნარჩენების გადაყრა შესაძლებელია ნაგვის ურნებში, რომლებიც განთავსებულია კომპლექსის მთელს ტერიტორიაზე.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელის მიღება, გარდა სპეციალურად განკუთვნილი ადგილებისა.

​ტერიტორიაზე შინაური ცხოველის მოყვანა დასაშვებია მხოლოდ ყელსაბამისა და პირბადის გამოყენებით. შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებულია გაასუფთაოს ცხოველის მიერ დაბინძურებული ტერიტორია.

დაუშვებელია აუზებში/აკვაპარკში ნივთების ჩაყრა, წყალში ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ჩასვლა, საკვების ან სასმლის ჩატანა. კერძო წვეულების გამართვა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსის მენეჯმენტთან შეთანხმებით.

​ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრომობილებით. კომპლექსში დაუშვებელია ავტომობილით გადაადგილება. ხოლო პარკინგზე გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 10კმ/სთ-ია.

​პირველ სართულზე მდებარე აპარტამენტების მფლობელები უნდა გაუფრთხილდნენ და შეინარჩუნონ საკუთარი ბაღის ფუნქციონალური დანიშნულება. დაუშვებელია ბაღში/ეზოში ნებისმიერი სახის შენობისა თუ კონსტრუქციის განთავსება.

წესების დარღვევის შემთხვევაში მფლობელს ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება. სანქციები შეიძლება მოიცავდეს სიტყვიერ გაფრთხილებას, ფულად ჯარიმას ან კომპლექსის ინფრასტრუქტურით სარგებლობის შეზღუდვას. ასევე მესაკუთრე ვალდებულია, აანაზღაუროს მის მიერ კომპლექსისთვის მიყენებული ზარალი. მესაკუთრეს დაეკისრება მისი სტუმრების/მდგმურების მიერ წესების დარღვევით გამოწვეული ვალდებულებები და ჯარიმები.
საჭიროების შემთხვევაში კომპლექსის ადმინისტრაცია იტოვებს წესების კორექტირების უფლებას, რის შესახებაც მფლობელებს ეცნობებათ ცვლილებების შეტანამდე არანაკლებ 10 დღით ადრე.

all tamashebi unblocked games