შეიძინე შეარჩიე
ინფრასტრუქტურა
სანაპირო

თქვენი მშვიდი და კომფორტული დასვენებისთვის ობიექტს აქვს ნახევარ კილომეტრიანი ბულვარი და თვალწარმტაცი სანაპირო ზოლი, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.

რესტორნები და ბარები

მრავალფეროვნება ოაზისის მახასიათებელია, ამიტომ გთავაზობთ სხვადასხვა ფორმატის კვების ობიექტებს: ქართულ, ევროპულ და აზიურ რესტორნებს, ბარებსა და ლაუნჯებს.

აკვაპარკი და აუზები

ოჯახური დასვენებისთვის ოაზისში სრულფასოვანი აკვაპარკიც ფუნქციონირებს. ასევე გთავაზობთ ღია და დახურული ტიპის აუზებს, ფინურ და თურქულ საუნას და სპა ცენტრს.

საბავშვო ობიექტები

ჩვენი საყვარელი მაცხოვრებლებისთვის, ბავშვებისთვისაც, გვაქვს გასართობი სივრცეები: ატრაქციონები, საბავშვო მოედნები, ანიმატორები, სამაგიდო თამაშები და საბავშვო ბაღიც კი.

სპორტი

სპორტის მოყვარულებისთვის ეს ადგილი ნამდვილი აღმოჩენაა. ტერიტორიაზე განთავსებულია ჩოგბურთის, ფეხბურთისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნები.

განტვირთვა

განტვირთვის მოყვარულებს დაგხვდებათ სატრენაჟოტო სივრცე, აერობიკა და რაღა თქმა უნდა, იოგას დახურული და ღია მოედანი. ასევე ბოულინგი, ბილიარდი და სხვა სამაგიდო თამაშები.

all tamashebi unblocked games