შეიძინე შეარჩიე
ჩაქვის შესახებ

კურორტი ჩაქვი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, აჭარაში, მდებარეობს, ზაფხულობით ასიათასობით ტურისტი სტუმრობს.  საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილად აღიარებული ქალაქ ბათუმიდან სულ რაღაც 9 კმ-ით დაშორებული, ულამაზესი ზღვისპირა კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა სანაპირო ზოლითა და უნიკალური კლიმატით გამოირჩევა.

ჩაქვის სანაპიროდან შავი ზღვის, ბათუმისა და მტირალას მთის ულამაზესი პეიზაჟები იშლება. Dreamland Oasis Chakvi – დან 5 წუთის სავალზე უნიკალური ბოტანიკური ბაღი მდებარეობს.  ჩაქვიდან რამდენიმე წუთში კი მტირალას ეროვნული პარკია, რომელიც საუკეთესო ადგილად ითვლება ეკოტურიზმისა და ე.წ. “ბერდვოჩინგის” (ფრინველებზე დაკვირვების) მოყვარულთათვის. მტირალას პარკში სპორტული და შემეცნებით-გასართობი ტურისტული მარშუტები ფუნქციონირებს, რომლებიც ცხენით ჯირითს, თევზაობას, რაფტინგსა თუ სხვა აქტივობებს მოიცავს.

აქტიური დასვენების მოყვარულთათვის ჩაქვიდან 40 წუთის სავალზე საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი მუსიკალური არენა, Black Sea Arena, მდებარეობს. სეზონურ ფესტივლებზე არენაზე გამოდიან საერთაშორისოდ ცნობილი შემსრულებლები:  Elton John, Robert Plant, Scorpions და სხვა.

all tamashebi unblocked games