მთავარი
გომარდული და გოდერძი
გომარდული და გოდერძი
საზღვაო კურორტთან ერთად, აჭარას სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, მაღალმთიან აჭარაში დაიწყო გასართობი სათხილამურო და სამკურნალო-რეკრეაციული კურორტების გაშენება. 2012 წლიდან კურორტი გომარდული (1'250 მ), ხოლო 2014 წლიდან კურორტი გოდერძი (2'025 მ) ფუნქციონირებს. თოვლი აქ ნოემბრის თვიდან აპრილის თვემდე მოდის და მისი საფარი 2-3 მეტრს აღწევს.

სურვილის შემთხვევაში, დრიმლენდის მენეჯმენტი კურორტებ გომარდულსა და გოდერძიზე ერთდღიანი ტურებს აწყობს, რომელიც ჩაქვიდან ტურისტთა ტრანსპორტირებასაც მოიცავს.

გომარდული

კურორტი გომარდული (ჩაქვიდან 1.5 საათის გზაზე) სტუმრებს თოვლის პირველი მოსვლისთანავე მასპინძლობს. აქ 300 მეტრიანი სათხილამურო ტრასა და 250 მეტრიანი საბაგირო გზა ფუნქციონირებს, სადაც ყოველწლიურად აჭარის მასშტაბით შეჯიბრებები ეწყობა. დამსვენებელს ადგილზევე შეუძლია თხილამურების და სპეცტანსაცმლის ქირაობა. კურორტზე რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო, ახლადაშენებული საცხოვრებელი კოტეჯები და რესტორანი მოქმედებს. სრიალთან ერთად, ვიზიტორებს ცხენით და ბორნით გასეირნებაც შეუძლიათ.

2015 წლისთვის კურორტს 2'500 მეტრიანი სათხილამურო ტრასა და 2'000 მეტრიანი საბაგირო შეემატება. აქვე იგეგმება საციგურაო მოედნის და ექსტრიმ ცენტრის გახსნა, რომელიც რეგიონში ალპინიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

გოდერძი

2014 წლიდან აჭარაში კიდევ ერთი სათხილამურო კურორტი, გოდერძი (ჩაქვიდან 2 საათის გზაზე) ამოქმედდა, რომელიც ტურისტებს სრული დატვირთვით 2015 წლის იანვრიდან მიიღებს. ზღვის დონიდან 2'025 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ამ უნიკალურ კურორტზე საქართველოში ერთერთი ყველაზე გრძელი, 32 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასის მოეწყობა იგეგმება. აქვე აშენდება სასტუმროები, რესტორნები, ყინულის სასახლე და პარკინგის მოედანი. პროექტის დასრულების შემდეგ კურორტი ერთდროულად 7'000-მდე სტუმრის მასპინძლობას შეძლებს.

ამჟამად კურორტ გოდერძიზე 2, 2'000 მეტრი სიგრძის ღია სავარძლებიანი და 1'800 მეტრი სიგრძის გონდოლებიანი, საბაგირო ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 8 კმ-ს აღწევს. აქვეა განთავსებული ახლადაშენებული საცხოვრებელი კოტეჯები, სასტუმრო და კვების ობიექტი.

კურორტი გოდერძი სტუმრებს მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს. ზაფხულობირთ შესაძლებელია აპლური მთის და ტყის ჰაიკინგი, ველოსიპედით და ცხენით გასეირნება, პარაპლანით ფრენა და გოლფის თამაში. მსურველებს შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილობრივი სამკურნალო-მინერალური წყლები და მოინახულონ „გოდერძის ნამარხი ტყე", რომელიც მსოფლიოში ერთერთი უნიკალურია.  აქვე მედბარეობს მომნუსხველი მწვანე ტბა, სადაც ზაფხულობით კემპინგის მოსაწყობად საუცხოო ადგილია.