მთავარი
ბოტანიკური ბაღი
ბოტანიკური ბაღი
ბაღის შესახებ

ჩაქვიდან 2 კილომეტრში მდებარეობს  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდარი ბათუმის ბოტანიკური ბაღი. 108 ჰექტარზე გაშენებული ამ ჯადოსნურ პარკს აჭარის ღირშესანიშნაობებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, რადგან ის ბუნების მოყვარულებს საუკეთესო რელაქსაციას სთავაზობს.

ბოტანიკური ბაღი 1912 წელს დაარსდა და ის ზღვისპირა კურორტ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობზე, ზღვის დონიდან 70-92 მეტრზეა გაშენებული.  აქ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული განსაცვიფრებელი სილამაზის მცენარეთა  ათასობით სახეობა თანაარსებობს.


ბოტანიკური ბაღის ფლორისტული სიმდიდრე მისი ცხრა განყოფილებითაა წარმოდგენილი. ესენია: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუა ზღვის და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებები.


შესაძლო აქტივობები მცენარეთა სალონ-მაღაზია

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მრავალი ტური და ექსკურსია ეწყობა. ვიზიტორებს შეუძლიათ ისეირნონ და დაათვალიერონ ბაღის შთამბეჭდავი ბუნება, გაეცნონ მის ისტორიას და დატკბნენ ზღვის თვალწარმტაცი ხედებით. ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილით გასეირნება და პიკნიკის მოწყობაც არის შესაძლებელი.

ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, სადაც ბაღში არსებული სხვადასხვა ეგზოტიკური და კულტურული მცენარეები ნერგები და თესლები იყიდება. შენობაში განთავსებულია სუვენირების მაღაზიაც.

ბოტანიკური ბაღიდან საფეხმავლო ბილიკი ეშვება მწვანე კონცხის ულამაზეს სანაპიროზე. კურორტის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია ცურვის და დაივინგის მოყვარულთათვის. აქვე, პიკნიკისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში ტურისტებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ვაზის ლერწამზე დამზადებული მწვადი. მწვანე კონცხზე იახტით გასეირნებაცაა შესაძლებელი.