კვების ინფრასტრუქტურა

DREAMLAND OASIS-ის ტერიტორიაზე მუდმივად მოქმედებს ევროპული და ქართული სამზარეულოს 2 რესტორანი, იტალიური პიცერია და სხვადასხვა ინტერიერისა და თემატიკის ბარები და კაფეები: „პლიაჟის“ ბარი, „ლობი“ და სხვა, „ლიტერატურული კაფე“, „პულ“ ბარი და სხვა. ყველა მცხოვრებს, დამატებითი საფასურის სანაცვლოდ შეუძლია შეიძინოს კვების full board (ბუფეტი 3 ჯერ დღეში) ბარათი.

კერძები მზადდება მხოლოდ ადგილობრივი, საუკეთესო ხარისხის ახალი პროდუქტებისგან, პროფესიონალი შეფ-მზარეულობის მეთვალყურეობის ქვეშ. Dreamland Oasis-ის გეგმებშია თევზის რესტორნის გახსნა, 500 პერსონაზე გათვლილი საბანკეტო დარბაზის, კარაოკე დარბაზის გახსნა, ღვინის სარდაფის, სადაც შესაძლებელი იქნება ადგილობრივი ყველისა და ქართული ღვინის დაგემოვნება.