მთავარი
ბათუმი
ბათუმი
ჩაქვიდან 15 წუთის გზაზე, საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქი, ბათუმი მდებარეობს, რომელიც ყოველწლიურად ასიათასობით ტურისტს მასპინძლობს. ბოლო წლებში აქ ტურიზმის განვითარებისათვის უპრეცედენტო ზომები გატარდა: განახლდა ძველი ბათუმის საცხოვრებელი სახლები და 7 კილომეტრიანი ზღვისპირა ბულვარი, შეიქმნა უამრავი გასართობ-შემეცნებითი და დასასვენებელი ობიექტი, განახლდა ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ტერიტორია მთელი ქალაქის მასშტაბით.

2012 წელს ამერიკის სტუმართმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ბათუმი დაასახელა როგორც წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი. დრიმლენდი მსურველებს ბათუმში სხვადასხვა ტიპის ტურებს გთავაზობთ, რომლებიც ქალაქის ისტორიული ადგილების და ღირშესანიშნაობების ნახვას მოიცავს. ბათუმში არსებული ტურისტული ობიექტების სრული სია იხილეთ აქ.


არქიტექტურა და ღირშესანიშნაობები

ბათუმი გამოირჩევა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული იერის მქონე შენობების სიმრავლით, რომელიც ქალაქს კიდევ უფრო თანამედროვეს და მიმზიდველს ხდის.

განსაკუთრებით მიმზიდველია ქალაქის ის ნაწილი, რომელსაც „ძველი ბათუმს" უწოდებენ. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ქუჩები, სხვადასხვა არქიტექტურული სტილის 2-3 სართულიანი შენობები, პატარა ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები და ძველი კაფეები. ძველი ბათუმი განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როცა სხვადასხვა ფერის ნათურებით არის განათებული.

თანამდეროვე ბათუმი იცვლება და ქალაქის საზღვრები ფართოვდება. ახალი ბათუმის დასრულებული პროექტებია, თეატრები, სკვერები, კინოები, რესტორნები, გალერეები, არტ სალონები, პარკები და სხვა გასართობი ობიექტები. ქალაქში ასევე არის ბევრი მუზეუმი, რომელთა ექსპონატებიც ქვის ხანით თარიღდება.

 

კულტურული და საერთაშორისო ღონისძიებები


ბათუმი გახდა კულტურული ღირშესანიშნაობებისა და საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრიც. აქ მთელი წლის მანძილზე ტარდება მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, საერთაშორისო ფესტივალები ხელოვნების სხვადასხვა დარგებსა თუ სპორტში. მხოლოდ ბოლო სამი წლის მანძილზე ბათუმმა უმასპინძლა ისეთი ვარსკვლავების კონცერტებს, როგორებიც არიან: პლაჩიდო დომინგო, ხოსე კარერასი, ანდრეა ბოჩელი, კრის ბოტი, სტინგი, მიშელ ლეგრანი, ენრიკე ეგლესიასი, ა.შ.