მთავარი
შინაგანაწესი
შინაგანაწესი
დრიმლენდის ყველა მაცხოვრებელი ვალდებულია დაემორჩილოს კომპექსის შინაგანაწესს

კომპლექს დრიმლენდ ოაზისის მაცხოვრებლების და სტუმრების კომფორტული, სასიამოვნო და უსაფრთხო დასვენების უზრუნველსაყოფად სპეციალური წესები და რეგულაციები ჩამოყალიბდა, რომელიც შინაგანაწესშია ასახული. დოკუმენტი კონტრაქტის ნაწილია და ის ძალაში ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადებისთანავე შედის. ბინათმფლობელები ვალდებულნი არიან გაეცნონ შინაგანაწესს და კომპლექსის მაცხოვრებელთა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, დაეთანხმონ და დაემორჩილონ მას.

ზოგადი რეგულაციები

 

წყნარი საათები

კომპლექსში ღამის 12-დან დღის 8 საათამდე მოქმედებს ე.წ. წყნარი საათები. დრიმლენდის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, ბინის მესაკუთრეს ეკრძალება ხმამაღალი მუსიკის ჩართვა ან ისეთი აქტივობა, რომელიც გარშემომყოფთა მყუდროებას არღვევს.

 რემონტი

 აპარტამენტის მფლობელს კომპლექსის მენეჯმენტთან შეუთანხმებლად არ აქვს რაიმე ტიპის სარემონტო სამუშაოების წარმოების უფლება. კომპლექსის მაცხოვრებელს არ აქვს შენობის ფასადის ცვლილების უფლებაც. ფასადზე იკრძალება დროშების, სურათების, ბანერების თუ სხვა სარეკლამო მასალის გამოფენაც.

 ნაგავი

 იკრძალება ნაგვის დატოვება დერეფნებში, ჰოლებსა თუ სხვა საერთო სარგებლობის ადგილებში. ნაგვის ჩაყრა შესაძლებელია ნაგვის ურნებში, რომლებიც განთავსებულია კომპლექსის მთელს ტერიტორიაზე.

 ალკოჰოლი

 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება ალკოჰოლური სასმელის მიღება, გარდა სპეციალურად განკუთვნილი ადგილებისა.

 შინაური ცხოველები

 ძაღლის,  კატის,  თუ  სხვა  შინაური  ცხოველის  მოყვანა  დასაშვებია  მხოლოდ საცხოვრებელ აპარტამენტებში. მათი კომპლექსის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ შენობებში სეირნობა და მიყვანა პირბადის და ყელსაბამის გარეშე  დაუშვებელია.   შინაური  ცხოველის  მეპატრონე  ვალდებულია  გაასუფთაოს მისი  ცხოველის  მიერ  დაბინძურებული  ტერიტორია.

 საცურაო აუზები/აკვაპარკი

 საცურაო აუზები/აკვაპარკი მუშაობს ყოველ დღე 08:00-დან 21:00 საათამდე. დაუშვებელია აუზებში/აკვაპარკში ნივთების ჩაყრა, წყალში ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ჩასვლა, ცურვისას საკვების ან სასმელის მიღება. აკვაპარკთან/აუზთან კერძო წვეულების გამართვა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსის მენეჯმენტთან შეთანხმებით.

 პარკინგი

 დრიმლენდის ტერიტორიაზე იკრძალება ავტომობილით თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, გარდა კომპლექსის მენეჯმენტის საკუთრებაში არსებული ელექტრომობილებისა. აკრძალულია გაზონსა თუ კომპლექსის სხვა ტერიტორიაზე პარკირება, გარდა სპეციალურად გამოყოფილი სივრცისა. პარკინგზე ავტომობილით გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 10კმ/სთ-ია.

 ბაღი

 პირველ  სართულზე  მდებარე  აპარტამენტის მფლობელი, ვალდებულია გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს მის სარგებლობაში  გადაცემული  ბაღის/ეზოს არსებული სახე და ფუნქციონალური დანიშნულება. დაუშვებელია ბაღში/ეზოში ნებისმიერი სახის შენობის თუ კონსტრუქციის განთავსება.

 

 

შინაგანაწესის დარღვევა და ჯარიმები

დრიმლენდის შინაგანაწესის აღსრულების დასარეგულირებლად ჯარიმების სისტემა შეიქმნა. კომპლექსში არსებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ბინის მფლობელს შინაგანაწესით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება. სანქციები შეიძლება მოიცავდეს სიტყვიერ გაფრთხილებას, ფულად ჯარიმას ან კომპლექსის ინფრასტრუქტურით სარგებლობის შეზღუდვას.

შინაგანაწესის დარღვევის შენთხვევაში, ბინის  მესაკუთრე  ვალდებულია  აანაზღაუროს  მის  მიერ კომპლექსისთვის მიყენებული ზარალი. აპარტამენტის მესაკუთრესვე დაეკისრება მისი სტუმრების/მდგმურების მიერ შინაგანაწესის დარღვევით გამოწვეული ვალდებულებები და ჯარიმები.

საჭიროების შემთხვევაში, კომპლექსის ადმინისტრაცია იტოვებს დრიმლენდის შინაგანაწესის კორექტირების უფლებას, რის შესახებაც ბინათმფლობელს ეცნობებათ ცვლილებების შეტენამდე არანაკლებ 10 დღით ადრე.