მთავარი
ტექნიკური აღწერა
ტექნიკური აღწერა

კედლები - აპარტამენტებს შორის გამყოფი კედლები 30სმ, ხოლო შიდა ტიხრები 20სმ-ია. ყველა კედელი თერმოიზოლირებული და  ხმაგაუმტარია და ნაშენებია პემზა ბლოკით. კედლების მოპირკეთება თბაშირ-მუყაოს ფილებით, წყლის საფუძველზე დამზადებული საღებავით და შპალერით ხდება.

იატაკი - მისაღებ ოთახსა და საძინებელში დაგებულია უმაღლესი ხარისხი, ხის ფაქტურის, ტექნოგრანიტის ფილები.

ჭერი - აპარტამენტებში ჭერის სიმაღლე 280სმ-ია. თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი შეღებილია წყლის საფუძველზე დამზადებული საღებავით.

კარ-ფანჯარა - ფანჯრები და სლაიდური სისტემის აივნის კარი დამზადებულია ალუმინის თერმოიზოლირებული პროფილებით. აპარტამენტს აქვს მდფ-ის ხის შპონის კარებები. შესასვლელი კარი აღჭურვილია ელექტროსაკეტით.

აიავანი - აპარტამენტებს შორის აივნები გამოყოფილია 10 სანტიმეტრიანი ბლოკის კედლებით. იატაკი მოპირკეთებულია ტექნოგრანიტის ფილებით. აივანს ჭედური მოაჯირი აქვს.

სველი წერტილი - სველი წერტილის კედლები და იატაკი ტექნოგრანიტის ფილებითაა მოპირკეთებული. დაგროვილი ჰაერის გაწოვა ვენტილაციის სისტემით ხდება.

გათბობა/გაგრილება - აპარტამენტებში გათბობა-გაგრილება უზრუნველყოფილია  ინდივიდუალური საყოფაცხოვრებო კონდიცირებით ყველა ოთახში.

ბუნებრივი აირი - აპარტამენტებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. ყველა საცხოვრებელი ბინა აღჭურვილია მხოლოდ ელექტრული საყოფაცხოვრებო ტექნიკით.

ტექნიკური ინფორმაცია - ყველა აპარტამენტს მიეწოდება სამფაზა ელექტროენერგია. ბინებში არის ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, ტელეფონი, უწყვეტი, ელექტროენერგიაზე მომუშავე ცხელი წყლის სისტემა, და წყლის და ელექტროენერგიის საზომი მოწყობილობები. სამზარეულოდან გაწოვა ხდება გამწოვი ვენტილატორით.