მთავარი
სტუდიო
სტუდიო

აპარტამენტის
ფართი
ფასი $ / მ2 აპარტამენტის
ფასი
ბარდება ჩაბარების დრო ბანკის კრედიტი
34 – 55.6 მ2 $ 1’692-დან $ 58'690-დან ავეჯით, რემონტით
და ტექნიკით
ივლისი 2015 9-11%; 15 წელი




რემონტით, ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით!

 


დრიმლენდი სტუდიოს ტიპის აპარტამენტების ფართო არჩევანს გთვაზობთ. 2015 წლისთვის სრულდება 50 აპარტამენტი ზღვის, მთების და ღამის ბათუმის ულამაზესი ხედებით.


ელეგანტური და დახვეწილი დიზაინის მქონე სტუდიოს ტიპის აპარტამენტი სასტუმროს სტანდარტულ ნომერს ჰგავს, ჩაშენებული სამზარეულოთი. სწორი სივრცითი დაგეგმარების შედეგად სტუდიოში ავეჯი და ტექნიკა რაციონალურადაა გადანაწილებული. მისაღები ოთახი საძინებლის კუთხისგან თხელი რომაული ფარდით გამოიყოფა. ორმაგი ნაწრთობი შუშისგან დამზადებული ვიტრაჟი და სლაიდური ტიპის კარი აპარტამენტს ნათელს და სივრცითს ხდის.


დრიმლენდი ტიპიური სტუდიოს 3 ვარიანტს გთავაზობთ. ყველა მათგანს აქვს ტერასა (4.3 – 23.1 მ2), სადაც საზაფხულო მაგიდა და სკამია განთავსებული. ზოგიერთ სტუდიოს ფართო ტერასა აქვს, სადაც დამატებითი ავეჯია განთავსებული. პირველ სართულზე არსებული ყველა სტუდიო იყიდება კეთილმოწყობილი კერძო ბაღებით (10 – 25 მ2), რომლის ღირებულება 1მ2-ზე $100-დან $250-მდე მერყეობს

 


რატომ სტუდიო?


კურორტულ ზონებსა და დასასვენებელ კომპლექსებში სტუდიოს ტიპის აპარტამენტის შეძენა ბოლო წლებში ერთგვარ ტრენდად იქცა. ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს:
 

1. ზოგავთ თანხას - სტუდიოს ფასი ოროთახიან და სამოთახიან აპარტამენტებთან შედარებით რამდენიმე ათასით დაბალია. მყიდველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სტუდიოს ტიპის ბინა სრულიად საკმარისია სასიამოვნო დასვენებისთვის, რადგან ისინი დროის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებენ და სახლში მხოლოდ დასაძინებლად მიდიან.
 

2. თავისუფლად თავსდება 4 ადამიანი - სტანდარტულ (200 სმ/180 სმ) ორკაციან საწოლთან ერთად ყველა სტუდიოში გასაშლელი ტახტია მოთავსებული, რომელზეც თავისუფლად თავსდება 2 ადამიანი.
 

3. მარტივია გასაქირავებლად - სტუდიოს ტიპის აპარტამენტი სასტუმროს სტანდარტული ნომრის ანალოგია. იმის გათვალისწინებით რომ სასტუმროებში მეტწილად სწორედ ამ ტიპის ნომრები ქირავდება, სტუდიოებს მფლობელები სეზონზე დატვირთვის მაღალ კოეფიციენტს უნდა ელოდნენ. დრიმლენდში სტუდიოს გაქირავებით მიღებული სავარაუდო შემოსავალი სეზონზე მინიმუმ $ 3’400-ია.

 


15 წლიანი სესხი რეზიდენტების და არარეზიდენტებისთვის (ქართუ ბანკი)

 

საპროცენტო განაკვეთი (ეფექტური) 9-11%
სესხის ვადა: 6-180 თვე
სესხის მინ. თანხა $20’000
სესხის მაქს. თანხა $200’000
სესხის გაცემის საკომისიო 0%
პირგასამტეხლო 0%


ავეჯი და ტექნიკა ტიპიურ სტუდიოში