მთავარი
ოროთახიანი
ოროთახიანი

აპარტამენტის
ფართი
ფასი $ / მ2 აპარტამენტის
ფასი
ბარდება ჩაბარების დრო ბანკის კრედიტი
44.1 – 88.32 $ 1’557-დან $ 72'347-დან ავეჯით, რემონტით
და ტექნიკით
ივლისი 2015 9-11%; 15 წელი







რემონტით, ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით!



 

2015 წლისთვის დრიმლენდში სრულდება 162 ოროთახიანი აპარტამენტის მშენებლობა, საიდანაც ზღვის, მთების და ღამის ბათუმის ულამაზესი ხედები იშლება.

მაქსიმალური კომფორტი, სიმყუდროვე და ინდივიდუალურობა - სამი ძირითადი ფაქტორია, რომლითაც ჩვენმა გამოცდილმა არქიტექტორებმა ოროთახიანი აპარტამენტის დაგეგმარებისას იხელმძღვანელეს. ჩაშენებული სამზარეულოს მქონე ვრცელ მისაღებ ოთახში სასადილო და მოსასვენებელი კუთხეებია. ორმაგი ნაწრთობი შუშისგან დამზადებულ სლაიდური ტიპის კარი ფართო ტერასაზე გადის, სადაც  საზაფხულო მაგიდა და სკამებია განთავსებული. ტერასის ზომა განსხვავებულია და ის 5.8 მ2-დან 41.4 მ2-მდე მერყეობს. პირველ სართულზე არსებული ყველა ოროთახიანი იყიდება კეთილმოწყობილი კერძო ბაღებით (12 - 67 მ2), რომლის ღირებულება 1მ2-ზე $100-დან $250-მდე მერყეობს.
 
სტანდარტული საძინებლისგან განსხვავებით, სადაც ორკაციანი საწოლი (200 სმ/180 სმ) დგას, ზოგიერთი აპარტამენტის საძინებელში გასაშლელი სავარძელია განთავსებული.  მისაღებ ოთახში არსებული გასაშლელი ტახტი კი დამატებით 2 სტუმრის განთავსების საშუალებას იძლევა. ორმაგი ნაწრთობი შუშისგან დამზადებული ფართო ფანჯრები საძინებელ ოთახს ნათელს და სივრცითს ხდის.  ზოგიერთი ოროთახიანი აპარტამენტის საძინებელი კი შუშის სლაიდური კარის მეშვეობით ტერასაზე გადის. 

 

დრიმლენდი 6 განსხვავებული დაგეგმარების ოროთახიან აპარტამენტს გთავაზობთ.

 

 

რატომ ოროთახიანი?


1. კომფორტულია გრძელვადიანი დასვენებისთვის - სტუდიოს ტიპის აპარტამენტისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული, ოროთახიანი აპარტამენტი გრძელვადიანი დასვენებისას მეტ სიმყუდროვეს და კომფორტს ქმნის. 

2. ოჯახური დასვენებისთვის - მათთვის, ვისაც 4 ან 5 სულიანი ოჯახი ჰყავს, ოროთახიანი აპარტამენტის შეძენაა მიზანშეწონილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შვილები მოზარდები ან ზრდასრულები არიან. 

3. გაქირავებით მიღებული შემოსავალი - ოროთახიანი აპარტამენტის გაქირავებიდან მიღებული  შემოსავალი სეზონზე მინიმუმ $ 4'400-ია.

 

 


15 წლიანი სესხი რეზიდენტების და არარეზიდენტებისთვის (ქართუ ბანკი)

 

საპროცენტო განაკვეთი (ეფექტური) 9-11%
სესხის ვადა: 6-180 თვე
სესხის მინ. თანხა $20’000
სესხის მაქს. თანხა $200’000
სესხის გაცემის საკომისიო 0%
პირგასამტეხლო 0%


ავეჯი და ტექნიკა ტიპიურ ოროთახიანში