მთავარი
მომსახურების გადასახადი
მომსახურების გადასახადი
მომსახეურების გადასახადი - $ 1 / მ2

დრიმლენდში აპარტამენტის მფლობელები იღებენ ვალდებულებას ერთობლივად იზრუნონ კომპლექსის ტერიტორიის მოვლასა და მისი იერსახის შენარჩუნებაზე. შესაბამისად, ისინი საექსპულატაციო მომსახურების გაწევისთვის დრიმლენდის ადმინისტრაციას ყოველთვიურად უხდიან ე.წ. მომსახურების გადასახადს, რომელიც დამოკიდებულია აპარტამენტის ფართზე.

ბინის მესაკუთრეები ვალდებული არიან გადაიხადონ $ 1 ნასყიდობის საგნის* 1  კვ.მ-ზე (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახდების ჩათვლით), რომელიც ყოველწლიურად შეიძლება გაიზარდოს ეროვნული ვალუტის ინფლაციის შესაბამისად.

თავის მხრივ, დრიმლენდის ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას შეინარჩუნოს კომპლექსის ესთეტიური სახე და იზრუნოს კომპლქესის სრულ მართვაზე, რათა დრიმლენდი მუდმივად იყოს დაცული და კომფორტული საცხოვრებელი ადგილი.

მომსახურების გადასახადი მოიცავს შემდეგ სერვისებს:

24 საათიან დაცვას და ვიდეომეთვალყურეობას;
მაშველის მომსახურებას პლაჟსა და აუზებთან;
საცხოვრებელი შენობების ჰოლების და დერეფნების, ასევე კომპლექსის ტერიტორიის დალაგება-დასუფთავებას;
კომპლექსში არსებული ინფრასტრუქტურის (საცურაო აუზების, აკვაპარკის, სათამაშო მოედნების და ა.შ) შენახვას და მასთან დაკავშირებული კომუნალური და სხვა ხარჯების ანაზღაურებას;
კომპლექსში არსებული გამწვანების მოვლას - დეკორატიული მცენარეების განახლებას, ბაღების და გამწვანებული ტერიტორიის სარწყავი სისტემით აღჭურვას,  მებაღის მომსახურებას და გამწვანების შესანარჩუნებლად გაწეულ ყველა სხვა ხარჯს.
საერთო სარგებლობის ზონების უფასო, დაბალსიჩქარიანი უსადენო (wifi) ინტერნეტით უზრუნველჰყოფას;
აპარტამენტების საბაზო სატელევიზიო არხებით უზრუნველუოფას;
კომპლექს „დრიმლენდ ოაზისში" არსებული საერთო სარგებლობის ზონების და სახცოვრებელი შენბობების დეკორატიულ განათებას;
შენობებში ლიფტების გამართულ ფუნქციონირებას;

მომსახურების გადასახადი არ მოიცავს აპარტამენტის კომუნალურ  ხარჯებს ან საკუთრებასთან დაკავშირებულ სხვა გადასახადებს. ბინის მფლობელები ვალდებულნი არიან აღნიშნული გადასახადები თავად გადაიხადონ. დრიმლენდის ადმინისტრაცია თქვენი კომუნალური და სხვა ხარჯების ადმინისტრირებაზე, მხოლოდ თქვენი სურვილის შემთხვევაში იზრუნებს.

საექსპულატაციო მომსახურების ხელშეკრულება ფორმდება ნასყიდობის ძირითადეი ხელშეკრულების დადებისას და ის ძალაში შედის მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლისთანავე. აპარტამენტის მესაკუთრეს შეუძლია თანხა ყოველთვიურად, ან ერთიანად გადაიხადოს.

* ნასყიდობის საგანი - აპარტამენტი - საკადასტრო კოდის მქონე საცხოვრებელი ბინა/სასტუმროს ნომერი, რომელსაც „გამყიდველი" საკუთრების უფლებით „ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულებითა" და წინამდებარე „ხელშეკრულებით" დადგენილი წესის და პირობების დაცვით, საკუთრებაში გადასცემს „მყიდველს".