მთავარი
კომპანიის შესახებ
კომპანიის შესახებ
ჩვენი მისია

ჩვენი მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შევქმნათ მრავალფუნქციური საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსები, რომლებიც რელაქსაციის თანამედროვე წესის დანერგვას შეუწყობს ხელს. 

Dreamland Oasis in Chakvi არის პროექტი, რომელიც მაღალ პროფესიონალიზმთან, კონკურენტუნარიან ფასებთან, მომსახურების მაღალ დონესა და კომფორტთან ასოცირდება. ჩვენი პრესტიჟი თქვენი მაქსიმალური კმაყოფილებით განისაზღვრება.

პროექტის პრეზენტაცია

პროექტ დრიმლენდის პრეზენტაცია 2014 წლის აგვისტოში სასტუმრო ოაზისის ტერიტორიაზე გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და სამთავრობო გუნდის წევრები ესწრებოდნენ. 
 
„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული საჩვენებელი ადგილი მთელ შავიზღვისპირეთში," განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მოხარული ვარ, რომ აქ, აჭარაში ხორციელდება უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტი - „დრიმლენდ ოაზისი", რისთვისაც ჩაქვში შემოდის 105-მილიონიანი ინვესტიცია. ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში."



ინვესტორები

პროექტი დრიმლენდი აჭარაში ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიციით ხორციელდება. დრიმლენდ ოაზისის მმართველი კომპანია შპს. საქ ტურ კურორტია, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიის მფლობელობაშივეა სანატორიუმ-სასტუმრო ოაზისი, რომლის გარშემოც ხდება კომპლექს დრიმლენდის განვითარება. კომპანია საქ ტურ კურორტის კაპიტალი საერთაშორისო კომპანია PKF International-ის 2013 წლის შეფასებით, $ 21'800'000-ია. 
 
შპს. საქ ტურ კურორტის დამფუძნებელი ავსტრიული კომპანიები „ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი" და „ალბერეტა არიან," რომლებიც კომპანიის თითქმის სრულ, 91.7%-ს ფლობენ. დარჩენილი 8.3% -ის მფლობელი კი კერძო პირია. 
 
სასტუმრო ოაზისის და დრიმლენდ ოაზისის გარდა, შპს. საქ ტურ კურორტი ფართო მასშტაბის მიწებს საქართველოს მასშტაბით ფლობს. პროექტ დრიმლენდის დასრულების შემდეგ, კომპანია საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის გაგრძელებას თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.


მმართველობა

ნიკოლოზ გეგუჩაძე - გენერალური დირექტორი
ლევან შაშიკაძე - ხარისხის კონტროლის ინჟინერი
თამარ სურგულაძე - ფინანსური მენეჯერი
ზურაბ ახალაია - გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
თამარ გაჩეჩილაძე - გაყიდვების მენეჯერი
გელა ჩაჩუა - არქიტექტორი - პროექტის მენეჯერი
ირაკლი ნავდარაშვილი დიჯიტალ მარკეტინგი