მთავარი
ინფორმაცია აპარტამენტებზე
ინფორმაცია აპარტამენტებზე

         
აპარტამენტის
ფართი
ფასი $ /2 აპარტამენტის
ფასი
ბარდება ჩაბარების დრო ბანკის კრედიტი ბაღი
34 - 1292 $ 1'415-დან $ 58'690 - დან ავეჯით, რემონტით
და ტექნიკით!
ივლისი 2015 9-11%; 15 წელი 10 - 75 2



 

აპარტამენტები ავეჯით, რემონტით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით!

 

 

Dreamland Oasis in Chakvi გთავაზობთ ფეშენებელურ აპარტამენტებს ზღვის პირველ ზოლში, ღამის ბათუმის და მტირალას მთის შთამბეჭდავი ხედებით.

 

2015 წლის აგვისტოსთვის შენდება 9 ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა (ლიფტიანი შენობები: 1; 2; 3; 4; 8; 9; ულიფტო შენობები: 5; 6; 7) 224 აპარტამენტით. ყველა მათგანს აქვს საზაფხულო ფართი და ხედი ზღვაზე. ამჟამად ვყიდით სტუდიოს ტიპის, ოროთახიან და სამოთახიან ბინებს, რომელსაც განსხვავებული კვადრატულობა,  დაგეგმარება და დიზაინი აქვთ. მეოთხე სართულზე გთავაზობთ აპარტამენტებს ფართო ტერასებით, რომლის კვადრატულობა ზოგ შემთხვევაში 60 მ2-ს აღწევს. პირველ სართულზე კი ბინები კერძო, კეთილმოწყობილი ბაღებით იყიდება, რომლის ფართი 10-75 მ2-მდე მერყეობს.

 

   




 


აპარტამენტის კვადრატულობა:

სტუდიო: 34.3 - 55.6 მ2    

ოროთახიანი: 44.1 - 88.3 მ2
სამოთახიანი: 82.7 - 128.7 მ2


აპარტამენტის ფასი 1მ$1’415-დან

ფასი დამოკიდებულია აპარტამენტის მდებარეობაზე. მნიშვნელოვანია თუ რომელ ზოლში და სართულზეა აპარტამენტი, როგორი ხედი აქვს ზღვაზე და რამდენად ახლოს არის ინფრასტრუქტურასთან.




შესაძლებელია შეძენა 15 წლიანი კრედიტით, შემოსავლის დადასტურების და პირგასამტეხლოს გარეშე

 -საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიმალური პირველადი შენატანი 30%, რედიტის მაქსიმალური ვადა 15 წელი, საპროცენტო განაკვეთი 9-11%

 -უცხოეთის მოქალაქეებისთვის მინალური პირველადი შენატანი 40%, კრედიტის მაქსიმალური ვადა 15 წელი, საპროცენტო განაკვეთი 9-11%


უფასო ინფრასტრუქტურა!

აპარტამენტის შეძენასთან ერთად, კომპლექსის მაცხოვრებლებს ეძლევათ უნიკალური შანსი უფასოდ ისარგებლონ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილით:
 

-  3 ღია საცურაო აუზით;

-  აკვაპარკით;

-  ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნებით;

-  ბავშვების სათამაშო მოედნებით;

500 მეტრიან კეთილმოწყობილ პლაჟზე შეზლონგებით და ქოლგებით;

-  ავტოსადგომით;

 

უფასო ინფრასტრუქტურასთან ერთად, დრიმლენდი ფასიანი  ინფრასტრუქტურის და სერვისების ფართო არჩევანსაც გთავაზობთ, რომელიც გათვლილია როგორც აქტიური, ისე პასიური დასვენების მსურველებზე. სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით დაწყებული, კინოთეატრით დამთავრებული, დრიმლენდში ყველაფერია, რაც ჩვენი მაცხოვრებლების და სტუმრების მაქსიმალური კომფორტის და დასვენებისთვის არის საჭირო.


მომსახურების გადასახადი $ 1/კვ.მ

დრიმლენდში აპარტამენტის მფლობელები ერთობლივად ზრუნავენ აქ არსებული ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტის შენარჩუნებაზე. ტერიტორიის მოვლა-დასუფთავებისთვის, 24 საათიანი დაცვის და სამაშველო სამსახურის შეუფერხებელი მუშაობისა და ტერიტორიის კომუნალური ხარჯების დასაფარად, აპარტამენტის მესაკუთრეები ვალდებული არიან ყოველთვიურად გადაიხადონ ე.წ. მომსახურების გადასახადი, რომლის ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე $1-ს შეადგენს.


აპარტამენტის გაქირავება

დრიმლენდში ბინის შეძენით, თქვენ არ აკეთებთ მხოლოდ ერთჯერად ინვესტიციას უძრავ ქონებაში, არამედ ყიდულობთ აპარტამენტს, რომელიც თქვენი შემოსავლების წყაროდ იქცევა. კომპლექსის ადმინისტრაცია თქვენს აპარტამენტს 3-ჯერადი კვებით და 5*-იანი სასტუმროსთვის დამახასიათებელი ყველა სერვისით გააქირავებს. აპარტამენტის გაქირავებით მიღებული მინიმალური წლიური შემოსავალი სტუდიოს ტიპის ბინაზე მინიმუმ $10'587, ოროთახიან აპარტამენტზე კი მინიმუმ $14'448-ია.