მთავარი
აპარტამენტის გაქირავება
აპარტამენტის გაქირავება
დრიმლენდში ბინის შეძენით, თქვენ არ აკეთებთ მხოლოდ ერთჯერად ინვესტიციას უძრავ ქონებაში, არამედ ყიდულობთ აპარტამენტს, რომელიც თქვენი შემოსავლის წყაროდ იქცევა. აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდა და სასტუმრო ნომრების დეფიციტი გარკვეულწილად არის გარანტი, რომ თქვენი აპარტამენტი გაქირავდება.

თქვენ შეგიძლიათ აპარტამენტი გააქირაოთ:


1. საკუთარი რესურსებით - Dreamland Oasis in Chakvi-ში შეძენილი აპარტამენტი თქვენს საკუთრებაში არსებული „სასტუმრო ნომერია“, რომლის გაქირავებაც თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ. ამ დროს აპარტამენტის მესაკუთრე თავად ეძებს პოტენციურ კლიენტს და აწესებს აპარტამენტის ქირის ღირებულებას.

2. სასტუმრო ოაზისის მეშვეობით - სურვილის შემთხვევაში, სასტუმრო ოაზისი თქვენს აპარტამენტს 3-ჯერადი კვებით და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის დამახასიათებელი ყველა სერვისით გააქირავებს. კლიენტების მოძიებაზე, მათ განთავსებასა და კომფორტულ დასვენებაზე მთლიანად სასტუმროს ადმინისტრაცია იზრუნებს. აღნიშნული მომსახურებისთვის, სასტუმრო ოაზისი საკომისიოს სახით მიიღებს „სასტუმრო ნომრის“ (აპარტამენტის) დღიური ქირის 20%-ს.

სასტუმრო ოაზისის მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე რეზერვაციისა და მართვის სისტემაში ჩართულობა და ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობა ერთგვარი გარანტია, რომ თქვენი აპარტამენტი სეზონზე მინიმუმ 30 დღით გაქირავდება. ამ დროის მანძილზე აპარტამენტის გაქირავებიდან მიღებული მინიმალური შემოსავალი სტუდიოს ტიპის ბინაზე დაახლოებით $ 3’250, ხოლო ოროთახიანზე $ 4’400-ია. აღსანიშნავია, რომ თქვენი აპარტამენტის გაქირავების წახალისების მიზნით, სასტუმრო ოაზისის ნომრის ღირებულება მცირედით აღემატება აპარტამენტის გაქირავების დღიურ ქირას. 

 


გრაფიკში მოცემული გათვლები დამყარებულია 2014-2015 წელს, სასტუმრო ოაზისში არსებულ საფასო პოლიტიკაზე. ტურისტული ნაკადების მატების და სასტუმრო ნომრებზე მოთხოვნის ზრდის შედეგად, სასტუმრო ოაზისში ნომრების ღირებულება ყოველწლიურად იზრდება. შესამამისად, მოიმატებს თქვენი აპარტამენტის გაქირავების დღიური ქირა და გაქირავებისგან მიღებული სეზონური შემოსავალიც.